გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის და, ანი შაქარაშვილი პროკურატურის ბრიფინგის შემდეგ, რომელზეც 5 პირს განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენეს ბრალი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ხუთი არაადამიანი! ხუთი ცოცხლად მოსიარულე გვამი! ხუთი მკვლელი!
1) ვახტანგ ჩიქოვანი
2) არჩილ გაგნიძე
3) ნიკოლოზ რევაზიშვილი
4) ზეზვა ხომასურიძე
5) აკაკი ქვრივიშვილი“.
პროკურატურამ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე “ტოიოტა ქამრის” მგზავრების – 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს.