ხორვატიაში გიგანტური, მოხატული კვერცხების გამოფენა გაიმართა

ხორვატიის ქალაქ კოპრივნიცაში ღია ცის ქვეშ ორი მეტრი სიმაღლის, ხელით მოხატული სააღდგომო კვერცხების გამოფენა გაიმართა.
ხორვატიაში კვერცხების მოხატვა ჩვეული ტრადიციაა, რომლის ტექნიკა და მოტივები ყოველწლიურად ცვალებადია.
გიგანტური კვერცხების მოხატვის ტრადიცია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არსებობს.
პრაღა, ბრიუსელი, ვენა, ნიუ იორკი და ლოს ანჯელესი – ეს ის ქვეყნებია, სადაც კვერცხების მოხატვის ტრადიცია უკვე 12 წელია, არსებობს.

კომენტარები

სხვა სიახლეები