ცნობილმა რუსმა ბიზნესმენმა, შვეიცარიაში მცხოვრებმა მიხეილ ხოდორკოვსკიმ რადიოსადგურ RSI Rete Due-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას „ბოლომდე ტრადიციული ორიენტაცია არა აქვს“.
„მე საკმაოდ დიდ ხანს ვიჯექი რუსულ ციხეში და ამ ხნის განმავლობაში ქალებთან და მამაკაცებთან კონტაქტისგან სიამოვნების თანაბრად მიღება ვისწავლე. მე არ ვფიქრობ, რომ ეს რაღაცა განსაკუთებული რამ არის“, – განაცხადა ხოდორკოვსკიმ.
ხოდორკოვსკიმ ასევე თქვა, რომ მისი ცოლი ინა ამ მდგომარეობას ბოლომდე არ იზიარებს, მაგრამ იმედს გამოთქვამს, რომ ის საბოლოოდ მისი არჩევანის უფლებას აღიარებს.
შეგახსენებთ, რომ ხოდორკოვსკის, რომელიც ამჟამად შვეიცარიულ ქალაქ რაპერსვილ-იონეში ცხოვრობს, პირველი ცოლისგან ერთი და მეორისგან სამი შვილი ჰყავს.