ხობში ნაპოვნი 60 წლამდე მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა – რა მოხდა ყოფილი ბაღის შენობაში

სამეგრელოში, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონში მდებარე ყოფილი საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე 60 წლამდე მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იპოვეს, იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. პაციენტს ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მედიკოსების ინფორმაციით, მას ქალის ტვინის ტრავმა და თავის ტვინის დაჟეჟილობა აღენიშნებოდა. იგი გონსმოუსვლელად გარდაიცვალა.
მამაკაცი ერთ-ერთმა ადგილობრივმა გუშინ იპოვა.
ერთ-ერთი დაუდასტურებელი ინფორმაციით, მამაკაცი წაიქცა და თავი დაარტყა. გარდაცვლილი სოფელში მარტო ცხოვრობდა, ოჯახი კი თბილისში ჰყავს.
შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

სხვა სიახლეები