“ხობის კოლხეთის კაპიტანმა” – გიორგი გოგენიამ “მეშახტეს” ფეხბურთელი სიკვდილს გადაარჩინა. შემთხვევა 8 ოქტომბერს მოხდა. ტყიბულის სტადიონზე “მეშახატესა” და ხობის “კოლხეთს” შორის მატჩში საჰაერო ორთაბრძოლის დროს შეჯახების შედეგად ზურა გელაშვილმა და ირაკლი ჭანკვეტაძემ მძიმე ტრავმები მიიღეს.
გელაშვილმა შეჯახების დროს გონება დაკარგა, რასაც მოედანზე პანიკა მოჰყვა, თუმცა ამ დროს მეტოქე ფეხბურთელმა გიორგი გოგენიამ ზურას სიცოცხლე საკუთარი ხელებით გადაარჩინა, რის გამოც თავადაც მიიღო სხეულის დაზიანება.
ფაქტის ამსახველ ვიდეოს საფეხბურთო კლუბი სკ “მეშახტე” ტყიბული სოციალურ ქსელში ავრცელებს და მადლობას უხდის დახმარების აღმოჩენისთვის “ხობის კოლხეთის” კაპიტანს.
“დახმარების აღმოჩენის დაგვიანების შემთხვევაში შეიძლებოდა ყველაფერი ტრაგიკულად დასრულებულიყო. ტყიბულის “მეშახტე” სრული შემადგენლობით და გუნდის გულშემატკივრები მადლობას ვუხდით ხობის “კოლხეთის” კაპიტანს”,- აღნიშნულია სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს აღწერაში.