ხვიჩა კვარაცხელიამ რუბინი დატოვა

 

“ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის რუბინის მაისურით, ცსკა-ს წინააღმდეგ, ბოლო მატჩი ჩაატარა”, – ამის შესახებ ინფორმაციას adjarasport.com ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების წევრი, რომელიც “არმიელების” წინააღმდეგ, რუბინის კაპიტანი იყო, სანაკრებო პაუზის შემდეგ, კარიერას ევროპულ კლუბში გააგრძელებს. მათივე ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე, მის მენეჯერებთან შეთანხმებით, იტალიელი აგენტებიც მუშაობენ.

როგორც გამოცემა წერს, ცსკა-სთან მატჩის შემდეგ, კვარაცხელია თანაგუნდელებსა და კლუბის ხელმძღვანელებს, მათ შორის, გენერალურ დირექტორ რუსტემ საიმანოვს დაემშვიდობა. გარდა ამისა, ყაზანის რუბინის ფოტოგრაფმა, Instagram-ის პირად გვერდზე განათავსა კვარაცხელიას ფოტოები წარწერით “Last Look”, რაც ქართველთან ერთგვარ გამომშვიდობებას ნიშნავს.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები