“ხვალ ყველა შენი კლასელი გამოცდაზე მიდის, შენ უკვე დაამთავრე, დეო” – სოფი ნიკოლეიშვილის დედის ემოციური პოსტი

გარდაცვლილი სოფი ნიკოლეიშვილის დედა, ლანა ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

“დღეს ხვალის გათენებას უნდა ვნერვიულობდეთ, დეო… ხვალ რომ შენთვის ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყებოდა… ნეტა რა სპეციალობას ჩაწერდი ან რომელ უნივერსიტეტს…

შენც არ გამიყოლებდი გამოცდებზე, დარწმუნებული ვარ.. მერე მომიყვებოდი სულ დაწვრილებით, როგორ ჩაიარა პირველმა გამოცდამ. კარგად დაწერე თუ ისე, რა…

ხვალ ყველა შენი კლასელი გამოცდაზე მიდის. შენ უკვე დაამთავრე, დეო…

ხვალ შენი ტოლი საქართველოს გული სხვანაირად იფეთქებს..

შენი გაჩერებულია, დეო…

ხვალ შენი სწორების მშობლები მოსალოდნელი სიხარულის განცდებში იქნებიან.. შენი კი, მოსალოდნელი უფრო უსიხარულო და უიმედობის განცდებში.

ჩემო ლამაზო, რამდენი რამ გამოტოვე… როგორ სწრაფად გაიარე გასავლელი… სულ ჩქარობდი, დეეე

ხვალაც გვესვრიან ტალახს მე და შენ, დეო, სწორედ ის მშობლები, ასე რომ უხარიათ თავიანთი ცოცხალი შვილები და ერთი წამითაც არ შეუძლიათ, დაენანოთ შენი და ჩვენი დაკარგული ცხოვრება!“, – წერს ნიკოლეიშვილი.

16 წლის სოფი ნიკოლეიშვილი 2019 წლის 26 მაისს ლაგოდეხში ექსკურსიისას უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.

კომენტარები

სხვა სიახლეები