სოციალურ ქსელში უფლებადამცველი ინგა ბერიკაშვილი შს მინისტრის, გიორგი გახარიას მხარდამჭერ აქციას აანონსებს. აქციის იდეა გიორგი გახარიას მხარდამჭერების დაჟინებული მოთხოვნაა და მათ სურთ, რომ გახარია დაკავებული თანამდებობიდან არ გადადგეს. აქცია 29 ივნისს, 19:00 რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება.
,,ხვალ, 29 ივნისს საღამოს 19:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე (რედისონთან), საზოგადოების დაჟინებული მოთხოვნით, ტარდება გიორგი გახარიას მხარდამჭერი აქცია!
ორგანიზატორი არავინაა, რადგან ეს პოლიტიკური აქცია არ არისო! ჩემმა მეგობარმა დაწერა და მე მივდივარ! ქვეყნის მტრების ოცნებას არ უნდა მივცეთ უფლება, რომ ასრულდეს!
ხვალ დავინახავ, რამდენ ადამიანს აღელვებს ქვეყნის ბედი, რეალურად და არამარტო აქ, სოციალურ ქსელში და რამდენი აყენებს საკუთარ თავზე მაღლა ქვეყანას!
#გიორგიგახარია ჩვენიმინისტრია! #გიორგიგახარია მშვიდობის გარანტია! #გიორგიგახარიას გადადგომა ეხლა ამ მოცემულ მომენტში ნიშნავს “ნაცების” ბოროტი ძალის გამარჯვებას ყველა იმ ადამიანზე, ვინც 2012 წელს ებრძოდა სისხლიან რეჟიმს!
აქვე ვამბობ, 2019 წლის 20 ივნისს ჩადენილია დანაშაული, იყო გამოყენებული გადაჭარბებული ძალა და გადამეტებული უფლებამოსილებები და აუცილებლად მოვითხოვთ მათ დასჯას, მაგრამ გიორგი გახარიას წასვლა ახლა უფრო რთულ სიტუაციაში ჩააგდებს ქვეყანას, ვიდრე არის დღეს!”, – წერს ინგა ბერიკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები უკვე მე-8 დღეა, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.