თუ აქამდე უკვე გიფიქრია, როგორები იქნებოდნენ ანიმაციური ფილმების ან წიგნების პერსონაჟები ჩვენ გვერდით რომ ეცხოვრათ, ამაზე ხელოვნურ ინტელექტს ზუსტი პასუხები აქვს. თუმცა ზოგის ფანტაზია კიდევ უფრო შორს მიდის და 20 წლის ანიმატორი იმითაც დაინტერესდა, რა შედეგს მივიღებდით, თუ ხელოვნურ ინტელექტს ვთხოვდით, ქვეყნები ადამიანის სახით წარმოედგინა.სტატიაში 15 ქვეყანას გთავაზობთ, რომლებიც ანიმატორმა ხელოვნური ინტელექტის საშუალებით “გააცოცხლა”. ფოტოები დაგარწმუნებს, რომ წარმოდგენის დონეზე დღეს შეუძლებელი არაფერია.