ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვეფხისტყაოსნის თრეილერი

ვიდეო ციფრული მარკეტერისგან

“ბავშვობიდან ვოცნებობდი, რომ ვეფხისტყაოსანზე ფილმი გადაეღოთ. დღეს კი ხელოვნურ ინტელექტთან ერთად ეს ოცნება ვიზუალურად გავაცოცხლე და თქვენც გიზიარებთ”, – ამის შესახებ გიგი კურტანიძემ სოციალურ ქსელში დაწერა და მომხმარებლებს საინტერესო ვიდეო გაუზიარა. თრეილერში შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის ეკრანიზაციის ძალიან შთამბეჭდავი ფრაგმენტია.

“ყოველთვის ვფიქრობდი, რომ რუსთაველის გენიას მხოლოდ მაღალბიუჯეტური, ჰოლივუდური მასშტაბები თუ გაუტოლდებოდა. ეს არ არის მხოლოდ პოემა, ეს არის სამყარო, რომელიც თავისი ფილოსოფიითა და ვიზუალით ნებისმიერ თანამედროვე ბლოკბასტერს უსწრებს”, — წერს გიგი კურტანიძე ფეისბუქზე.

აღსანიშნავია, რომ ტრეილერში საინტერესოდ არის შერჩეული “მსახიობები”. აქ ტარიელს ჰენრი კავილი ასრულებს, ავთანდილს – პედრო პასკალი, ნესტანის როლში ზენდეიაა, თინათინი – ნატალი პორტმანი, მეფე როსტევანის გმირს ენტონი ჰოპკინსი განასახიერებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები