“ხელები მეწვის, ამას ერთი დღეც ვერ გავუძელი” – ირაკლი იმნაიშვილი ქართველი ექიმების გმირობაზე ემოციურ ვიდეომიმართვას ავრცელებს (ფოტო)
ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველი მედიკოსები თავდაუზოგავად არიან ჩაბმულნი. აღნიშნულის საჩვენებლად რამდენიმე დღის წინ, ირაკლი იმნაიშვილმა “რუსთავი 2″–ზე შესაბამისი სიუჟეტი მოამზადა და ის მძიმე ყოფა აჩვენა საზოგადოებას, რომლის ატანაც მედპერსონალს ყოველდღიურად უწევს.
ამ ყოველივეს კი თავად სოციალურ ქსელ Facebook-ზე ემოციური პოსტით გამოეხმაურა:
„ხელები მეწვის. ვერც ხელთათმანს ვიკეთებ და ვერც სადეზინფექციო ხსნარით ვიმუშავებ. ეს რეანიმაციაში გადაღების შემდეგ დამეწყო.
ალერგიული რეაქციაა. ფაქტია, მე ამას ერთი დღეც ვერ გავუძელი. როგორ უძლებენ ამას ჩვენი ჩუმი გმირები? თქვენი ხელებით დავამარცხებთ კოვიდ-19-ს.
მივცეთ ექიმებს საშუალება, იყვნენ მათთან, ვისი სიცოცხლეც საფრთხეშია. ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავიცვათ კარანტინი“, – ამბობს ირაკლი იმნაიშვილი.