ხევსურეთი – ზღაპრის მწერალთა მხარე (ფოტო, ვიდეო)

აგვისტოს უჩვეულო დღე, თბილისიდან ძალიან შორს, ხის ღობეზე ჩამოყრილ ცირცელის ყვავილებთან, თივის ზვინზე გადმომდგარ მზის სხივებთან, გაშლილ ველზე ამოყრილ გვირილებთან, მთაზე გაფენილ ცხვრის ფარასთან,  ნაზი სიოს მკლავებსა და ურჩი არაგვის ხმაურში.

თბილისისგან ძალიან შორს, მტვრიანი ასფალტის სუნიდან შემოდგომის ფოთლების დარიჩინის სუნამდე, ქალაქის მდარე ხმაურიდან ცხენების რემის მჭაქე ხმაურამდე, რკინის ჟანგიანი სახელურებიდან კოშკის ცივი ქვის, მიწისა და ბალახის შეხებამდე, ნაცრისფრად გათენებიდან ბროწეულისფრად შეღამებამდე.

ეს ხევსურეთია – ზღაპრის მწერალთა, ჯიხვებისა და არწივების, ბუმბერაზი მთების მხარე.

ეს ხევსურეთია – ლამაზი ხალხის, უსაზღვრო ზეცის, შენს თვალებში ჩამავალი მზის მხარე.

#გაატარეზაფხულისაქართველოში

სალომე ეპიტაშვილი

კომენტარები

სხვა სიახლეები