ვისაც სახლში ოთხფეხა ბინადარი ჰყავს, ალბათ უნახავს ძილის დროს ძაღლი ზოგჯერ როგორ “მირბის”, ცქმუტავს ან სახის სხვადასხვა მოძრაობას აკეთებს.
ძაღლებს აქვთ გარკვეული საგნების, ადგილების, ადამიანების დამახსოვრების უნარი. მეცნიერების თქმით, ამ ცხოველებს შეუძლიათ ოცნება. ადამიანები, გარკვეულ წილად, თავიანთი ოცნებების ნაწილს ხედავენ სიზმარშიც, როგორც მკვლევრები გვარწმუნებენ ამ მხრივ ძაღლებიც ადამიანებივით არიან.
როგორც ადამიანს, ძაღლსაც ორგვარი ძილის ფაზა აქვს. ზედაპირული (როდესაც თვალს ახამხამებს, ან ნაწილობრივ ახელს) და ღრმა ძილი. როგორც უკვე ვთქვით, ძილის დროს ადამიანი თავისი ოცნების ნაწილს ხედავს. ამ დროს შეიძლება, ღრმად სუნთქავდეს, მოძრაობდეს და ა.შ. მკვლევრები გვარწმუნებენ, რომ სწორედ ღრმა ძილის დროს მოძრაობს ჩვენი ბინადარიც და ამასთანავე, ის ხედავს სიზმრებს.
ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ სიმართლეს ნამდვილად ხედავს, თუ არა ჩვენი ოთხფეხა ბინადარი სიზმრებს, თუმცა, ვისაც სახლში ძაღლი ჰყავს, მან კარგად იცის, რომ მათ აქვთ ემოციები, შეუძლიათ უსაზღვრო ერთგულება, უანგარო სიყვარული და არაფერია იმაში გასაკვირი , თუკი ისინი ოცნებობენ ან სიზმრებს ხედავენ.
Next Post
სხვა სიახლეები