ინგრედიენტები:
მოზრდილი ხახვი – 1 ცალი;
კვერცხი – 1 ცალი;
ხორბლის ფქვილი – 100 გრ;
ნიორი – 1 კბილი;
დაფხვნილი ორცხობილა – 100 გრ;
მარილი, წიწაკა – გემოვნებით, კეტჩუპი.
მომზადების წესი: ხახვი მსხვილ რგოლებად დავჭრათ. კვერცხი, ფქვილი, მარილი, წიწაკა, დანაყილი ნიორი კარგად ავურიოთ. მიღებულ მასაში ხახვის რგოლები ამოვავლოთ, შემდეგ დაფხვნილ ორცხობილაში და ბოლოს გახურებულ ზეთში შევწვათ. კეტჩუპთან ერთად მიირთვით.
სხვა სიახლეები