ხახვის ნაყენი პოტენციას ამაღლებს

დღევანდელი დაძაბული სტრესული ცხოვრების ფონზე, პოტენციასთან დაკავშირებული პრობლემა ბევრ მამაკაცს აწუხებს. თუმცა, ამაზე ხმამაღლა საუბარს ერიდებიან და საკუთარ თავში ჩაკეტვას ამჯობინებენ.

თუ ყოველივე ეს სერიოზული ფიზიოლოგიური მიზეზებით არ არის გამოწვეული, მამაკაცებმა იმედი არ უნდა დაკარგოთ. ადგომისთანავე, უზმოზე, ყოველ დილით გადაყლაპეთ ერთი კვერცხის გული. ასევე, კარგია კვერცხისა და ხახვის სალათის რეგულარულად მიღება.

პოტენციის დაქვეითების დროს უძველესი დროიდან არის ცნობილი ხახვის ნაყენი. კერძოდ, ორ ჭიქა წვრილად დაჭრილ ხახვს დაასხით ნახევარი ლიტრი არაყი, გააჩერეთ დაახლოებით 5-6 დღე ბნელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე, თავდახურულ ჭურჭელში. შემდეგ კარგად გაწურეთ და დალიეთ მეოთხედ ჭიქა წყალში გახსნილი თითო ჩაის კოვზი ნაყენი, დღეში ორჯერ, ჭამამდე.

დააკვირდით საკუთარ თავს, შესაძლებლობებს და დარწმუნდებით, რომ უმოკლეს დროში ძალა და ენერგია გაგიორმაგდებათ.

წყარო: http://www.for.ge/view.php?for_id=39146&cat=6

კომენტარები

სხვა სიახლეები