ინგრედიენტები:
ხაჭო – 200 გრ,
ყველი – 200 გრ,
კვერცხი – 2 ცალი,
მწვანილი – გემოვნებით,
ნიორი – 2 კბილი,
საფანელი, ზეთი.
მომზადების წესი: ყველი წვრილ სახეხზე გავხეხოთ. მწვანილი წვრილად დავჭრათ. ხაჭო და კვერცხი ერთმანეთში შევურიოთ. შემდეგ ყველი, მწვანილი და ნიორი დავუმატოთ, კარგად ავურიოთ. მიღებული მასისგან ჩრიხები გავაკეთოთ და საფანელში ამოვავლოთ. ბოლოს ზეთში ორივე მხრიდან შევწვათ.