ხაჭოს და თეთრი შოკოლადის პეროგი

ინგრედიენტები: ხაჭო – 500 გრ. ფხვიერი ორცხობილა – 500 გრ. თაფლი – 50 გრ. კარაქი – 100 გრ. თეთრი შოკოლადი – 250 გრ. ნაღები – 50 მლ. ხილი – გემოვნებით, ხილის სოუსი მოსართავად.
მომზადების წესი: ორცხობილა დავფშხვნათ, კარაქი და თაფლი დავუმატოთ და კარგად ავურიოთ ერთმანეთში. მიღებული მასა პეროგის საცხობ ფორმაში გადავიტანოთ და მაცივარში შევდგათ. ხაჭო ავთქვიფოთ. წყლის აბაზანაზე შოკოლადი ნაღებში გავადნოთ. ნელ- ნელა ხაჭოს დავუმატოთ და ვურიოთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ. შემდეგ ორცხობილას დავუმატოთ და ისევ მაცივარში 24 საათით შევდგათ. ბოლოს ფორმიდან გადმოვიღოთ, ხილითა და ხილის სოუსით მოვრთოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები