ხატია შამუგია გათხოვდა – “უყვარს, როცა წითელ ტუჩსაცხს და მანიკურს ვიყენებ” (ფოტო)

“ისი პარის” პიარისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი, ხატია შამუგია პირად ცხოვრებაში არსებულ სიახლეებზე საუბრობს. იგი “ფორტუნა პლუსის” გადაცემა “ვიზიტორის” სტუმარი იყო.

როგორც ცნობილი გახდა, შამუგია დაქორწინდა. მის რჩეულს აჩიკო ჰქვია და დუბლინში ცხოვრობს:

“როდესაც მასზე ბევრს ვსაუბრობ აჩიკოს არ უყვარს. ხელის მოწერას რაც შეეხება, მიხეილ ცაგარელმა გვირჩია, დეკემბერში მოაწერეთ ხელიო, ხოდა ასეც მოვიქეცით.

“ტომ ფორდი” უყვარს აჩიკოს, მას საკმაოდ დახვეწილი გემოვნება აქვს. ძალიან უყვარს ასევე, როდესაც წითელ ტუჩსაცხს და წითელ მანიკურს ვიყენებ” – ისაუბრა ხათია შამუგიამ გადაცემაში.

კომენტარები

სხვა სიახლეები