ხატია სიჭინავა ჯანო იზორიაზე – „აბა, რა გეგონა, ჯანო, ვის გაუბედე ამ „უნიჭო“ მსახიობმა, გეგონა, ერი გაპატიებდა?!“
ხატია სიჭინავა ჯანო იზორიას ირგვლივ ატეხილ სკანდალს სოციალურ ქსელში ირონიით ეხმაურება.
„ერის გაბოროტებულმა 80%-მა ნაწილმა, ამჯერად ჯანო იზორია აირჩია სამიზნედ. აბა, რა გეგონა, ჯანო, რომ წაართვი ბინა ამ ხალხს და ამ მილიონერმა კაცმა იბიცაც რომ დაიმსახურე, რატომ იცეკვე ასე კარგად?! გეგონა, ერი გაპატიებდა?! ვის გაუბედე ამ „უნიჭო“ მსახიობმა, ჯერ კიდევ დეგრადირებისგან გადარჩენილი ერის ნაწილის სიმპათია რომ დაიმსახურე?! შენი გაჭირვება ვის რაში აინტერესებდა, ჯობდა, დებილივით გეცინა და გაგერთო შენი უბედურებით აღტკინებული საზოგადოების ნაწილი და, საერთოდ! რა ვერ დაიმახსოვრე?! ქართველები წარმატებას და ბედნიერებას არ გპატიობენ, არააააა! დააბრუნე ბინა, რომ დააწყნარო აღელვებული ადამიანები, მერე ყველა ერთად შეკრიბე და გაუშვი იბიცაზე, ოღონდ ბილეთი მხოლოდ ერთი გზის იყიდე“, – წერს სიჭიანავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.