ხატია სიჭინავა – “ენა უძვლოა, კი, შუბლის ძარღვიც გავიგეთ, რომ წელვადია”

ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს.
”მიკვირს ადამიანების, რომლებიც წარსულს ხავსივით ეჭიდებიან… სიკეთეს სიდებილედ გითვლიან, საკუთარ ტყუილებში ჯერ თავს იჯერებენ და მერე სხვას აჯერებენ, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ფულის გამო შეიძლება ბევრად ძვირადღირებული ურთიერთობები გააფუჭო, გააფუჭო და მერე საუკუნოდ იმართლო თავი, ვისთანაც ენა მიგიწვდება. რომლებიც საკუთარ შეცდომებზე კი არ სწავლობენ, ზემოდან ამატებენ … რომლებიც უბრალოდ ისე ქრებიან შენი ცხოვრებიდან, რომ ყველა უკან დასაბრუნებელ ხიდს თავისი ხელით წვავენ… და მაინც არ ჩერდებიან, ენა უძვლოაო და ატყლაშუნებენ გადაყვლეფამდე. ენა უძვლოა კი, შუბლის ძარღვიც გავიგეთ, რომ წელვადია, მაგრამ მასხარა რომ ხდები ჩვეულებრივი, ეგ მაინც გაითვალისწინე… კრედიტები, რომელსაც დღემდე იხდით, ღმერთმა არ ქნას, მართლა შეგეტენოთ ამდენ ტყუილში. რა ვი მე, სკოლაში თავი მტკივა-მეთქი რომ ვიტყოდი, მართლა მტკივდებოდა. ტყუილები ოცნებებზე ადრე ხდება”,- წერს სიჭინავა.

კომენტარები

სხვა სიახლეები