ხატია სიჭინავას დედამთილი: “ახლაც არ გაკლებ წყევლა-კრულვას, ან წინ დაგეწევა, ან უკან”

ხატია სიჭინავამ  ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც დედამთილზე სკანდალურ ფაქტებს წერს.

“არ ვიცი, საიდან და როგორ დავიწყო… სამწუხაროა, მაგრამ ჩემი და ჩემი დედამთილის ურთიერთობა ჩანასახშივე განწირული იყო… ვიცი, ბევრს გაეხარდება, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. ფარისევლობა დიდხანს ვერ ცოცხლობს. ეს იმ დედამთილზე გიყვებით, ჯვრისწერაზე რომ წყევლა კრულვით გაგვაცილა მე და ჩემი ქმარი. მერე, მშობიარობის დროს, მე და ჩემს შვილს რომ სიკვდილი გვისურვა.. დიახ, იმ დედამთილზე გიყვებით, ჩემი ქმრის სიყვარულით ყველაფერი რომ დავივიწყე და დედა დავუძახე.
მერე ყველგან ვაქებდი და ვადიდებდი და მართლა გულწრფელად მჯეროდა, რომ შევუყვარდი… იმ დედამთილზე ვამბობ, ბაღიდან რომ მოხსნეს და სასამართლო-სასამართლო დავწანწალებდი, რომ გულდაწყვეტილი არ დარჩენილიყო…
ეს ის დედამთილია, თურმე სტერეოტიპებს ამსხვრევს კი არა, გულში ბალღამს რომ ატარებს, ალბათ, იმიტომ, რომ ოდესღაც მისმა შვილმა მისი არჩეულის მაგივრად, თავისი რჩეული მოიყვანა ცოლად… დიახ, ეს ჩემი საყვარელი დედამთილია, რომელიც სიხარულით აზიარებს იმ პოსტს, მე რომ არც მინახავს და რომელიც მე კი არა, პირდაპირ თავის შვილს გაუგმირავს გულს… აი, ასეთი სამწუხარო ამბებიც ხდება ცხოვრებაში… ესეც გაივლის”,- წერს ხატია.
მოგვიანებით ჟურნალისტმა სტატუსი წაშალა, თუმცა მას უამრავი ადამიანი ამშვიდებს.
ხატიას ეს სტატუსი სააგენტო „მედიამოლმაც“ გამოაქვეყნა, სადაც ხატია სიჭინავას დედამთილმა, ლალი ნოზაძემ კომენტარებში დაწერა:
ლალი ნოზაძე: “რატომ არ მოგეწიათ ის წყევლა-კრულვა, მა რა გგონია, შე, გომბიო, ისეთი შვილი, როგორიც ნანოა (რამაზ ნოზაძე), შენისთანასთვის მემეტებოდა? ახლაც არ გაკლებ წყევლა-კრულვას, ან წინ დაგეწევა, ან უკან, ჩემი ოჯახის დაღუპვისთვის, შენი შემოსვლით რომ გააბედნიერე. ახლა ამოიდგი ენა, შე, არშემდგარო, რა სახელი გაქვს ქალაქში, მიიხედ-მოიხედე, გატრუნული უნდა გდებულიყავი, როგორც ბარდებში კუ”…

წყარო: http://presa.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები