ხატია სიჭინავას 3 ქალიშვილის შემდეგ ვაჟი რამდენიმე დღის წინ შეეძინა. მან შვილის სახე გამოაჩნა და სოციალურ ქსელში პოსტოც დაწერა:
“პოსტი მინდა მივუძღვნა დედაშვილობას, ვერავინ ვერ შეცვლის ნამდვილ დედას (ვგულისხმობ, ყველა ვერ აღიქვამს დედობას) დედა შვილის გულისფეთქვაა, რამდენიც არ უნდა ყავდეს. მათი სიცოცხლის ძაფია, რომელიც თუ საჭირო იქნა თვითონ გაწყდება, რომ შვილი კარგად ყავდეს. დედა გააკეთებს შეუძლებელს, თუ შვილს დასჭირდა. დედა ერთნაირად ცხარე ცრემლით ტირის შვილების ბედნიერებაზე და ტკივილზე. პირველი შეხვედრიდან მის თითოეულ ამოსუნთქვას და გაღიმებას ითვლის.
ფიქრობს მათ ბედნიერებაზე, როცა ძინავს მაშინაც. არ არსებობს წუთი მათ გარეშე, თუნდაც შორს იყოს ფიზიკურად. უთქმელად გრძნობს და ხედავს მათ სიხარულს და ნერვიულობას.
დედა გადანაწილებულია თავის შვილებში და მის როლს ვერ შეცვლის ვერავითარი სულიერი მათ სამყაროში. არსებობენ ძალიან კარგი მამები. მართლა ძალიან მაგრები. მაგრამ ისინიც ვერასდროს ვერ მივლენ ახლოს დედასთან ყველა დედას მინდა გისურვოთ ჯანმრთელი და ბედნიერი შვილები #happymothersday”- წერს სიჭინავა.