ხატია ალფაიძე: „ვგრძნობ საკუთარ პასუხისმგებლობას პანდემიის შეჩერების პროცესში – ამიტომ ავიცერი“

გამომცემლობების – „ინტელექტისა” და „არტანუჯის” მარკეტინგის მენეჯერი ხატია ალფაიძე სოციალურ ქსელში კორონავირუსის პანდემიის დამარცხებისთვის ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბრობს.

„მე მიყვარს ჩემი პროფესია და მიყვარს საკუთარი საქმე!

მიყვარს ადამიანები, ვისთანაც ყოველდღიურად მაქვს ურთიერთობა. არ მინდა მათთან განშორება დიდი ხნით.

მინდა ყველა საყვარელ ადამიანს ჩავეხუტო, მოვეფერო და ვუთხრა, რომ ისინი ძალიან ძვირფასები არიან ჩემთვის.

არ მსურს, ეს ჩახუტება იყოს დაგვიანებით.

ამიტომ ავიცერი.

ვგრძნობ საკუთარ პასუხისმგებლობას პანდემიის შეჩერების პროცესში. განსაკუთრებით მტკივა ბებოსთან განშორება, კართან საკვების დატოვება და მისი ნაოჭიანი თითებით მოფერების ნაკლებობა.

ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, რომელიც ადამიანებთან ურთიერთობაა უმეტესად. ამიტომ არ მინდა დიდი ხნით სახლში გამოკეტვა, მინდა ჩავეხუტო ყველას. მინდა მოვიხსნა ნიღაბი, რომელმაც სახის კანი საშინლად გამომიშრო და ღიმილი ვაჩუქო ქუჩაში გამვლელ უცხო ადამიანებს.

#აიცერი “,- წერს ხატია ალფაიძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები