“ხარება მარტო ღვთისმშობლის ხარება ხომ არ არის?”

“ხარება მარტო ღვთისმშობლის ხარება ხომ არ არის?

რატომ ახარა ღვთისმშობელს?

იმიტომ, რომ მეც გამეხარა, თქვენც გაგეხარათ, ყველას გაგვეხარა.

იმიტომ, რომ ის ჩანასახოვანი მადლი, რომელიც მე, როგორც ადამიანს მაქვს, იმ მადლით უნდა შევიცნო, რომ იესო ქრისტემ, ყოვლადწნდა ღვთისმშობლის წიაღში აიშენა თავისი თავისათვის სახლი, ეს სახლი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელია.

მაგრამ მან აიშენა არა იმისათვის, რომ იქ დარჩეს,
არამედ იმისათვის, რომ მან მეც სახლად მაქციოს,
თითოეული ჩვენგანი სახლად აქციოს,
თითოეულ ჩვენგანში დამკვიდრდეს.

დიდებული რამ მოხდა, ღმერთი შემოვიდა ამ სამყაროში იმისათვის, რომ მან, საღვთო სიბრძნემან,
ანუ ძემ,  ანუ სიტყვა ღმერთმა, ქრისტემ, იშენოს სახლი ჩვენში,
ჩვენში დამკვიდრდეს.

ეს თუ არ მოხდება, მაშინ ჩვენ აღდგომას ვერ გავიგებთ იმიტომ, რომ ისტორიული აღდგომა, რომელიც მოხდა,
თითოეული ჩვენგანის გულში უნდა გაცოცხლდეს, ძალა შეიძინოს, განცდადი გახდეს და მთელი ჩვენი ცხოვრება უნდა შეცვალოს.”

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ©
ამონარიდი ქადაგებიდან, 06.04.2021

კომენტარები

სხვა სიახლეები