ხარაგაულში ჩინელების საკვებად ყელგამოჭრილი ძაღლი ქართველმა მუშებმა გადაარჩინეს

სოციალურ ქსელში ვრცელდება სურათი, სადაც ძაღლს ყელი აქვს გამოჭრილი. სურათი ერთ-ერთმა მუშამ, ილია ლეჟავამ გაავრცელა. თვითმხილველთა თქმით, ჩინური კომპანია “შპს ჩინეთის რკინიგზის 23 ე ბიურო”-ს თანამშრომლები ცხოველს ჭამას უპირებდნენ, მაგრამ ადგილობრივმა გაფიცულმა მუშებმა ძაღლი სიკვდილს გადაარჩინეს. “ხარაგაულის სოფელ ზვარეში ჩინური კომპანიის წარმომადგენლები ყელს ჭრიდნენ ძაღლს და ქართველმა გაფიცულმა მუშებმა წაართვეს!!! ინფორმაცია ერთ-ერთმა ქართველმა მუშა ილია ლეჟავამ გაავრცელა”, – წერს თიკო ყაველაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

სხვა სიახლეები