ხანძრების დროს გადარჩენილთა ერთ-ერთი სიმბოლო – ძაღლი ლუა პატრონს დაუბრუნდა

საბერძნეთის ხანძრის დროს, სოციალურ ქსელებში და მედიაში ბევრი ისეთი ფოტო გავრცელდა, რომელიც ამ ტრაგედიის და გადარჩენილების სიმბოლო გახდა. ამ ფოტოებმა მთელი მსოფლიო მოიარა. ერთ-ერთ ასეთ ფოტოსურათზე ძაღლი იყო აღბეჭდილი, რომელიც ზღვაში, პატარა კლდეზე იწვა. როგორც „დეილი მეილი“ იუწყება, როდესაც ხანძარი დასახლებულ პუნქტთან ძალიან ახლოს იყო, ის ზღვისკენ გაიქცა და გადარჩენა შეძლო.
მას მერე, რაც ფოტომ მსოფლიოს სოციალური ქსელები მოიარა, ცხოველთა დამცველებმა მისი პატრონის ძებნა დაიწყეს. საბოლოოდ კი, ეს მცდელობა წარმატებით დაგვირგვინდა. როგორც აღმოჩნდა, გადარჩენილ ძაღლს ლუა ქვია. ის უკვე დაუბრუნეს იმედდაკარგულ პატრონს, რომელმაც ხანძრის დროს, ასევე, გაქცევა მოასწრო. ოჯახი და მათი საყვარელი ოთხფეხა მეგობარი უკვე საკუთარ სახლში დაბრუნდნენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები