ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი 1 ნოემბერს ”ჭეჭეთობა ღამეზე” გეპატიჟებათ

ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი 1 ნოემბერს 7 საათზე ”ჭეჭეთობა ღამეზე” გეპატიჟებათ.
ჭეჭეთობა — წარმათობის პერიოდის ერთ-ერთი თავისებური გადმონაშთია. წეს-ჩვეულება ემსახურებოდა ავი სულების (მაზაკვალ-მჩხიბავების, ეშმაკების) განდევნის მიზანს. ჭეჭეთობის რიტუალი სამი მთავარი მომენტისაგან შედგებოდა. პირველი იყო „გინორჩქილა“. სოფელში გულთმისნობით ცნობილი („მენცარი“) ქალი და კაცი, რომლებიც ჭრელ-ჭრელად მოირთვებოდნენ (აქედან რიტუალის სახელწოდებაც „ჭერჭეთჸოფა“- ჭრელყოფნა) თავს იყრიდნენ მაღლობ ადგილზე. ყურს მიუგდებდნენ თითოეულ ოჯახს და ამით იგებდნენ წლის განმავლობაში სად ვინ უნდა მომკვდარიყო. საიდანაც შეშის პობის ხმას გაიგონებდნენ და ნაჯახის ცემა ნელი იქნებოდა — მოხუცი მამაკაცი უნდა მომკვდარიყო. თუ ნაჯახის ცემა აჩქარებული იქნებოდა — ახალგაზრდა კაცი მოკვდებოდა. საიდანაც ღომის საცეცხველის ხმა გაისმოდა კაკუტების ნელი ცემით, დედაბერი მოკვდებოდა. კაკუტების ჩქარი ცემით — ახალგაზრდა ქალის სიკვდილი იყო მოსალოდნელი. შემდეგში ამ „გადაყურების“ შედეგები, სოფელში ჩუმი მითქმა-მოთქმის საგანი ხდებოდა.
იცით, სად არის ტაბაკონას მთა? გსმენიათ რამე ჭეჭეთობა ღამის შესახებ? არა? გამოდის რომ არც როკაპთან შეკრებლი ჭინკების, ქაჯებისა და სხვა ავსულთა მზაკვრულ ზრახვებზე გეცოდინებათ რამე. მაშ, იჩქარეთ! უმდიდრესი ქართული მითოლოგიის ამ ფურცლებს, სიმღერებისა და ცეკვა-ფერხულების თანხლებით, გაგიცოცხლებენ ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული სტუდია “ამერ-იმერის” წევრები.
პირველად 1998 წელს დაიდგა, პიესის ავტორია ნინო ბაღათურია. მას შემდეგ შეუნელებლი წარმატებით სარგებლობს ყველა თაობაში.
ჰელოუინი არის დღესასწაული, რომელიც ყოველი წლის 31 ოქტომბერს სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნება. შვედეთში „ყველა წმინდანის“ დღესასწაული ტარდება ყოველი წლის ნოემბრის პირველ შაბათს. ზოგან ეს დღესასწაულები სხვადასხვა სახელითაა ცნობილი, მაგრამ მათ შორის მსგავსება ბევრია. ერთ-ერთი მსგავსება ის არის, რომ ასეთი დღესასწაულების დროს ხდება სულთა სამყაროსთან კავშირი, მათ შორის მკვდართა სულებთან, გრძნეულებთან, ჯადოქრებთან, ეშმაკთან და დემონებთან.

რა სახელითაა ცნობილი ქართულ მითოლოგიაში ჰელოუინი და რასთან არის დაკავშირებული ამ დღესასწაულის აღნიშვნა ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი მოგიყვებათ.
R

კომენტარები

სხვა სიახლეები