„ხალხო,შემდეგ სერიაში თქვენთანაც ის აჩვენეს რაც ჩემთან?“ – სახალისო კომენტარები ქეთის ღალატზე (ფოტოკოლაჟი)

“ჩემი ცოლის დაქალების” ბოლო სერიებში პერსონაჟ “ქეთის” გარშემო სიტუაცია დაიძაბა. ქეთი ექიმს ხვდება, თუმცა ზაზამ ამის შესახებ ჯერ არაფერი არ იცის. სერიალის პრომოს დადების შემდეგ, სადაც ჩანს, რომ ქეთი საყვარელთან ერთად საწოლში წევს, სოციალურ ქსელში დიდი მითქმა-მოთქმა ატყდა.
გთავაზობთ ყველაზე სახალისო კომენტარებს „ჩემი ცოლის დაქალების“ ოფიციალური ფეისბუქიდან:
„კანდელის სუნი დადგა“
„ჩემ ქმარსაც არ უყვარს ხშირად მიყვარხარ მიყვარხარს ძახილი, ამ სერიების მერე ყველა ჭამის წინ და ჭამის მერე მეუბნება“
„გუშინ წინ კიარა მომავალი პარასკევი იქნება მგონი Black friday პირდაპირი გაგებით“
„მე ამ სერიის უკვე სერიოზულად მეშინია“
„ხალხო,შემდეგ სერიაში თქვენთანაც ის აჩვენეს რაც ჩემთან? „
„ირმა ინაშვილის აქციის მერე გული მაქ ცუდად, ერთი ამ კვირაში სალომეც გახდეს პრეზიდენტი, ზაზამაც გაიგოს და აგურიც დამეცეს ბარემ.“
„ეს გასაგებია მაგრამ ვერ ვხდები ჩემმა ქმარმა ამის ნახვის შემდეგ რატო შეიტანაა ჩემი ტელეფონი ტუალეტში და რატო აგინებს ჩემს გინეკოლოგ ზოიას“
„ამ ქეთის ხო ყველა სიტუაციაში თვალები ერთნაირად აქვს დაჭყლეტილი. ამ შემთხვევაში ცოტა მინაბე მაინც შე ქალო!“
„ოჯახი დიდი მწუხარებით იუწყება ქეთის გარდაცვალებას. პანაშვილი სამშაბათს და ოთხშაბათს 7 საათზე. გამოსვენება ხუთშაბათს 2 საათზე“
„ჩემს თავზე ვიფიქრებდი და ქეთიზე ვერა“
„ორივეს ისეთი სახე აქვს, მგონი რისთვისაც შეიკრიბნენ ლოგინში ,არ შედგა“
„გაბოზებამდე და გაბოზების მერე ერთნაირი სახე აქ ამ გოგოს“
„ოჯახში ყველა ვუყურებთ სერიალს და ეს ეპიზოდი რო აჩვენეს შოკისგან ხმა არ ამოგვიღია 2წუთი“
„ასე მგონია,მე ვუღალატე ქმარს, ისე ვარ შეშინებული“

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები