“ჭრილობა მისივდება და გონებას ვკარგავ… ეს რომ არა, რა გამაჩერებს გამოკეტილ ოთახში…” – პეტრე კოლხი

პეტრე კოლხი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და პოსტი გამოაქვეყნა:
“ადამიანებო, ქართველებო, ერთგულებო, ორგულებო, მოტეხილი ხელი ისე მტკივა, წამლებით ვარ, დიდხანს ფეხზე ვერ ვდგები… ჭრილობა მისივდება და გონებას ვკარგავ…
ეს რომ არა, რა გამაჩერებს გამოკეტილ ოთახში… არ მაინტერესებს, ვის რა პოზიცია აქვს და ვინ რის გამო ირჩევს დუმილს, ამ მოცემულ სიტუაციაში…
მე მუდამ იქ ვარ, სადაც ჩემი ქვეყანა და ხალხი დგას…
სადაც სამართლიანობისა და ნამდვილი ღირებულებებისთვის იბრძვიან…
იმედია, ჩემი ხელის მორჩენამდე ეს საკითხი მოგვარდება… წინააღმდეგ შემთხვევაში, მეც დავიცავ ჩემ წილ საქართველოს… თუმცა, არც უმაგისოდ ვარ დარჩენილი… რაც შემიძლია, ვლოცულობ და ღმერთს ვევედრები, გადმოხედოს ჩვენ გაყიდულ და შაგრენის ტყავივით დაგლეჯილ სამშობლოს…
ახლა არ არის ერთმანეთისკენ თითის გაშვერის დრო, ახლა მხოლოდ ქმედების დროა!..”, – წერს პეტრე კოლხი.

კომენტარები

სხვა სიახლეები