“ჭრელო პეპელა არ ვარ… კიდევ დიდხანს ვიცხოვრებთ ასეთ რეჟიმში” – პაატა იმნაძე

როდის იქნება ქვეყანაში კორონავირუსის სწრაფი ტესტები? – დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ერთი და იმავე კითხვის დასმა საჭირო არ არის, რადგან საქართველოში ოქროს სტანდარტით ტესტირება იმაზე სწრაფად კეთდება, ვიდრე – სხვა ქვეყნებში:

„ვამბობ და ვიძახი, ველოდებით ხარისხიან სწრაფ ტესტებს. დღეს ვაკეთებთ იმით, რაც არის ოქროს სტანდარტი. იმას ვაკეთებთ სწრაფად, რასაც სხვა ქვეყნებში დღეები სჭირდება და ახლა „ჭრელო პეპელა“ არ ვარ.

ხალხი არის დაძაბული. კიდევ დიდხანს ვიცხოვრებთ ასეთ რეჟიმში. ერთი და იგივე კითხვები მოსახლეობის ფსიქიკას კიდევ უფრო ძაბავს. ჩვენ ისედაც ყველა ვართ საკმაოდ დაძაბულ, სტრესულ სიტუაციაში.

მე მრცხვენია ხოლმე,  ერთსა და იმავე კითხვაზე ერთი და იგივე პასუხი რამდენჯერ შეიძლება გავცე. მოვუფრთხილდეთ ერთმანეთის ფსიქიკას“, – განაცხადა იმნაძე

კომენტარები

სხვა სიახლეები