ჭიქებში დარჩენილი გლინტვეინით ენოტი დათვრა და გერმანიაში საშობაო ბაზრობაზე დაიძინა – Deutsche Welle

გერმანიაში, საშობაო ბაზრობაზე მთვრალი ენოტი აღმოაჩინეს. Deutsche Welle–ს ცნობით, ცხოველი მაშინ შეამჩნიეს, როდესაც ის ბარბაცით დადიოდა, მოგვიანებით ერთ–ერთი ქალბატონის ფეხსაცმელს დაუწყო თამაში და მიიძინა კიდეც. პოლიციელები აცხადებენ, რომ ენოტს ალკოჰოლის ზედოზირების ნიშნები ჰქონდა, მაგრამ შესაბამისი ტესტი მას არ ჩაუტარეს.

მათივე ვარაუდით, ენოტმა ჭიქებში დარჩენილი გლინტვეინი მიირთავა და სწორედ ამიტომ დათვრა.

კომენტარები

სხვა სიახლეები