“წყლის ეში­ნო­და”- რას ყვება მოკლული გიორგი შაქარაშვილის დედა ჩვენებაში

ტვ პირ­ველ­მა” გარ­დაც­ვლი­ლი 19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის დე­დის, თა­მარ შალ­ვაშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მე­ლიც 11 აგ­ვის­ტო­თი თა­რიღ­დე­ბა. ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით ირ­კვე­ვა, რომ დე­დამ შვი­ლის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის ამ­ბა­ვი გუ­რამ (გური) ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლის­გან შე­ი­ტყო. მა­ნამ­დე კი შვილს ბო­ლოს, ღა­მის 12:00 სა­ათ­ზე ესა­უბ­რა. ამ დროს მცხე­თა­ში, ნა­ქი­რა­ვებ აგა­რაკ­ზე ჩხუ­ბი უკვე მომ­ხდა­რი იყო, თუმ­ცა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილს ამის თა­ო­ბა­ზე არა­ფე­რი უთ­ქვამს. დედა ყვე­ბა, რომ იმ სა­ბე­დის­წე­რო დღეს შვი­ლი შინ მძი­ნა­რე და­ტო­ვა, შუ­ა­დღით კი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით ესა­უბ­რა, რა დრო­საც გი­ორ­გიმ უთხრა, რომ მი­დი­ო­და სა­ლონ­ში თმის შე­საჭ­რე­ლად.

სა­ღა­მოს დე­დამ მო­ი­კი­თხა შვი­ლი, რა დრო­საც ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლის ტე­ლე­ფონ­ზე და­რე­კა და და­ინ­ტე­რეს­და წა­სუ­ლე­ბი იყ­ვნენ თუ არა უკვე და­ბა­დე­ბის დღე­ზე, ამირ­ხა­ნაშ­ვილ­მა უთხრა, რომ გი­ორ­გის ელო­და და სულ მალე წა­ვი­დოდ­ნენ. ბო­ლოს კი გი­ორ­გის ღა­მის 12:00 სა­ათ­ზე ესა­უბ­რა. მისი თქმით, შვილს ისევ გური ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლის ტე­ლე­ფონ­ზე და­უ­რე­კა.

“2020 წლის 18 ივ­ნისს, ში­ნი­დან გა­ვი­და დი­ლის 11-ის ნა­ხე­ვარ­ზე, გი­ორ­გის ეძი­ნა, მას მა­ინც და­ვუ­ტო­ვე თან­ხა, რად­გან ვი­ცო­დი, რომ სა­ღა­მოს დაბ­დე­ბის დღე­ზე მი­დი­ო­და. ამის შემ­დეგ გი­ორ­გი აღარ მი­ნა­ხავს…“, – ყვე­ბა დედა ჩვე­ნე­ბა­ში, ის იხ­სე­ნებს ბოლო სა­უ­ბარს შვილ­თან:

“გი­ორ­გის ვკი­თხე, რო­დის მო­ვი­დო­და შინ, მი­თხრა, რომ დი­ლით დაბ­რუნ­დე­ბო­და… ვუ­თხა­რი, რომ სახ­ლის კარს ღიას დავ­ტო­ვებ­დი. ამ დროს გი­ორ­გი მე­სა­უბ­რა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, არა­ნა­ი­რი აღელ­ვე­ბა არ ეტყო­ბო­და”.

დედა ყვე­ბა, რომ დი­ლით გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვილ­მა და­უ­რე­კა , გი­ორ­გი იკი­თხა და მო­უყ­ვა, – ჩხუ­ბი მოხ­და აგა­რაკ­ზე და მა­გის­ტრალ­ზე­ცო. ამის მერე ოჯახ­მა ახ­ლობ­ლებ­თან ერ­თად ძებ­ნა და­ი­წყო, დედა ყვე­ბა რო­გორ წა­ვიდ­ნენ აგა­რა­კა­ზე, ხიდ­თან, სა­დაც ამირ­ხა­ნაშ­ვილ­მა უკა­ნას­კნე­ლად ნახა გი­ორ­გი.

“ვფიქ­რობ­დი, რომ გი­ორ­გის ტრავ­მა ჰქონ­და, ამი­ტომ ხმა­მაღ­ლა ვე­ძახ­დი. თან უკვე და­სახ­მა­რებ­ლად დავ­რე­კეთ 112-ზე და ვაც­ნო­ბეთ მომ­ხდა­რის თა­ო­ბა­ზე, რის მე­რეც ინ­ტენ­სი­უ­რი ძებ­ნა და­ი­წყო”, ამ­ბობს თა­მარ შალ­ვაშ­ვი­ლი.

ის ამ­ბობს, რომ გი­ორ­გიმ ცურ­ვა არ იცო­და, წყლის ეში­ნო­და და ამი­ტომ, სა­ერ­თოდ არ შე­დი­ო­და წყალ­ში. შალ­ვაშ­ვილს ასე­ვე ეკი­თხე­ბი­ან, ჰყავ­და თუ არა გი­ორ­გის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, რა­ზეც ის პა­სუ­ხობს, რომ ამის თა­ო­ბა­ზე არა­ფე­რი იცის.

კომენტარები

სხვა სიახლეები