„წყლით დასველებული შეიძლება იყო, მაგრამ დიაგნოზი ალკოჰოლური ინტოქსიკაციაა“ – ექიმი პარლამენტთან შოკურ მდგომარეობაში ნაპოვნ 23 წლის ბიჭზე
პარლამენტის წინ, აქციის დარბევისას დასველებულ მამაკაცს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით საავადმყოფოში სხეულის გადაციების გამო მოხვდა, ალკოჰოლური ინტოქსიკაცია დაუდგინეს.
ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, აქციის დაშლის შედეგად 4 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა. ერთი დაშავებული „ნიუ ჰოსპიტალსში“ გადაიყვანეს, ერთი „ამტელ ჰოსპიტალსში“, ორი კი ინგოროყვას კლინიკაში. ამ დროისთვის კლინიკებში 3 პაციენტი რჩება.
ექიმის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და დღის ბოლომდე საავადმყოფოდან გაწერენ.
“შემოიყვანეს 23 წლის პაციენტი ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დიაგნოზით. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და რამდენიმე საათში გაეწერება. გადაციების შემთხვევა არ ყოფილა. წყლით დასველებული შეიძლება იყო, მაგრამ დიაგნოზი ალკოჰოლური ინტოქსიკაციაა”, – განაცხადა ლაშა მაჭარაშვილმა.