წყვილმა კნუტი 7000 დოლარად იყიდა – ცხოველი ვეფხვი აღმოჩნდა. შემთხვევა საფრანგეთში მოხდა. როგორც ირკვევა, კნუტი სავანას ჯიშის აფრიკული სერვალისა და სახლის კატის ნაჯვარი იყო.
ცოტახნის შემდეგ, კატა თანდათან ვეფხვს დაემსგავსა, საბოლოოდ კი გაირკვა, რომ მათ გადაშენების პირას მყოფი სუმატრანის ჯიშის ვეფხვი იყიდეს.
საქმესთან დაკავშირებით გამოძიებაც დაიწყო. პოლიციამ აღნიშნული ჯიშის ქვეყანაში არალეგალურად შემოყვანის თაობაზე 9 პირი დააკავა.
სხვა სიახლეები