უიტნი ლი მორისი და მისი მეუღლე ადამ უინკლმანი ლოს-ანჯელესში ცხოვრობენ. როგორც ყველა ახალგაზრდა წყვილი, მათაც უნდოდათ, რომ საკუთარი სახლი ჰქონოდათ, თუმცა ფინანსური მდგომარეობა მათ ამის საშუალებას არ აძლევდა.
ერთხელაც უირნიმ და ადამმა სანაპიროსთან ახლოს მდებარე ნაკვეთის გაყიდვის განცხადება წაიკითხეს. ნაკვეთის ნახევარი, რომელზეც სახლი იდგა, მანამდე გაიყიდა, მეორე ნახევარზე კი მხოლოდ ფარეხი იდგა. იმის მიუხედავად, რომ ნაკვეთის ფასი საკმაოდ მიმზიდველი იყო, მის ყიდვას არავინ ჩქარობდა. ფარეხის გვერდით სახლი რომ აშენებულიყო, გაზონისთვის ადგილი საერთოდ აღარ დარჩებოდა. მაშინ უიტნის შესანიშნავი იდეა გაუჩნდა. წყვილმა სახლად თვითონ ფარეხი აქცია.
უიტნი მორისი პროფესიით დიზაინერია, ამიტომ პროექტი მან თავად მოამზადა. ფარეხი 1924 წელსაა აშენებული, თუმცა საკმაოდ მყარი იყო, მისი ფართი კი შიგნით ორი ადამიანისთვის აუცილებელი ოთახების მოწყობის საშუალებას იძლეოდა.
საბოლოო ჯამში, ძალიან მყუდრო სახლი გამოვიდა. სახლში არის საძინებელიც, სასტუმრო ოთახიც, რომელიც სამზარეულო-სტუდიოსთანაა შეთავსებული, საშუალო ზომის კაბინეტიც და აბაზანა-ტუალეტი. ინტერიერი ღია ფერებშია გადაწყვეტილი, რადგან ეს ვიზუალურად სივრცეს ადიდებს. სახლის უკან პატარა ეზოც არის, სადაც წყვილი დროს სიამოვნებით ატარებს. „როდესაც მე და ადამმა ეს ნაკვეთი ვიყიდეთ, ჩვენი ნათესავები, როგორც შეშლილებს ისე გვიყურებდნენ. ისინი ვერ იჯერებდნენ, რომ ფარეხში ვიცხოვრებდით. მაგრამ ახლა, მათ აზრი შეიცვალეს“, – ამბობს უიტნი.
Prev Post
სხვა სიახლეები