წყვილი, რომელიც 75 წელი ერთად ცხოვრობდა, ხანძარმა იმსხვერპლა

ცოლ-ქმარი, რომელიც 75 წლის განმავლობაში იყო დაქორწინებული ხანძარმა იმსხვერპლა. ცეცხლი კალიფორნიაში, მათ საცხოვრებელ სახლში გაჩნდა.
100 წლის ჩარლზ რიფი და 98 წლის სარა რიფი საკუთარ სახლში დატყვევებულები აღმოჩნდნენ და გარეთ გასვლა ვერ შეძლეს. მათმა 75 წლის შვილმა ამერიკულ მედიას უამბო, რომ მშობლების ცხედრები მისმა ძმამ ოთხშაბათს იპოვა, როცა მომხდარის შესახებ გაიგო. ძმებმა იცოდნენ, რომ წინა საღამოს მშობლების მომვლელმა მათ ვახშამი მოუმზადა და შემდეგ საწოლში ჩააწვინა. რამდენიმე საათის შემდეგ, როდესაც ხანძარი უკვე მათ დასახლებაში მძვინვარებდა, მომვლელი მძინარე მოხუცების გაღვიძებას და გადარჩენას შეეცადა. თუმცა, მათ სწრაფად მოძრაობა და გაქცევა არ შეეძლოთ. ჩამოვარდნილმა სახლის სახურავმა ორივე მათგანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ჩარლზი და სარა ერთმანეთს 90-ზე მეტი წლის წინ შეხვდნენ, ჯერ კიდევ მაშინ, როცა სკოლის მოსწავლეები იყვნენ. მას მერე კი არც დაშორებულან და ერთმანეთის გარეშე ცხოვრება ვერც წარმოედგინათ.

კომენტარები

სხვა სიახლეები