წყვილი, რომელიც მსოფლიომ სოციალური ქსელიდან გაიცნო, ქართული კომპანიისთვის ცეკვას დადგამს

ექსტრავაგანტური მილიონერი და მისი საყვარელი ქალი – წყვილი, რომელიც მსოფლიომ სოციალური ქსელიდან გაიცნო, 2016 წლის ყველაზე პოპულარული ვიდეოების მთავარი გმირები არიან. ჯან ლუკა ვაკიმ კურიერის გადამღებ ჯგუფს ერთ-ერთ ვილაზე უმასპინძლა.

49 წლის ჯანლუკა ვაკის და მისი საყვარელი ქალის ჯორჯია გაბრიელის დუეტმა ზაფხულის ყველა რეკორდი მოხსნა და იტალიელ მილიონერს გზა საერთაშორისო ასპარეზზე გაუხსნა.

ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება მისი ბოლო წლების მთავარი ფილოსოფიაა. მანამდე კი, ვიდრე არაორდინალური მილიონერი გახდებოდა, ჯანლუკა ვაკი საგვარეულო კაპიტალის გაასმაგებაზე ძალიან დიდხანს და ბეჯითად მუშაობდა.

ინტერიერის დიზაინის გარდა, გატაცებულია ტანსაცმლის დიზაინითაც. ექსტრავაგანტული მილიონერის ბოლო დროის გატაცება მუსიკაა.

ჯანლუკა ვაჩი კლუბური შოუების გამართვას სხვადასხვა ქვეყანაში გეგმავს, ინტერნეტის ყველაზე პოპულარული წყვილის ერთერთი გაჩერება სავარაუდოდ, თბილისიც იქნება. მანამდე კი, ჯანლუკა და ჯორჯია ახალ ცეკვას ქართული კომპანიისთვის დადგამენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები