“წუწუნს ჯობია აიცრა და არ დაუშვა შემდეგი ტალღა”- კულუმბეგოვი საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციაზე

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციაზე სოციალურ ქსელში წერს:

“საქართველო:

– კოვიდი გადაიტანა მოსახლეობის 16.5% -მა (613 ათასმა ადამიანმა). მსოფლიოში ჩატარებული სეროპრევალენტობის კვლევები აჩვენებს, რომ ეს ციფრი ორმაგდება არადიაგნოტირებულების და უსიმპტომოების ხარჯზე ანუ რეალური ციფრი ჩვენთან იქნება დაახლოებით 30-35%!

– აცრა გაიკეთა მოსახლეობის 21% – მა, დაზუსტებულ ინფორმაციას არ ვფლობ მაგრამ ეჭვი მაქვს აქ 80% ის ხალხია ვინც ინფექცია უკვე გადაიტანა და ვირუსს თვალებში ჩახედა

– გამოდის ჩვენი მოსახლეობის 60 % სრულიად მოშიშვლებული ხვდება კოვიდის შემდეგ ტალღებს, რომლის აღმავალი მრუდი 2-2.5 თვეში გამოჩნდება!

– წუწუნს ჯობია აიცრა და არ დაუშვა შემდეგი ტალღა ჩვენს ქვეყანაში!”

კომენტარები

სხვა სიახლეები