წმინდანი, რომლის საფლავსაც უსმენენ (ვიდეო)

საბერძნეთში კუნძული ეგინა პილიგრიმებისთვის ერთ-ერთი წმინდა ადგილია. იქ მე-20 საუკუნეში წმინდანად შერაცხული მღვდელმთავრის, წმინდა ნექტარიოს პენტაპოლელის წმინდა ნაწილებია. ეგინაზე დღესაც არსებობს წმინდა მღვდელმთავრის მიერ დაარსებული მოქმედი დედათა მონასტერი, რომელიც დღეს წმინდა ნექტარიოსის სახელს ატარებს. მონასტრის ძველი ტაძრის საკურთხევლის კედელთან ვერცხლის ლუსკუმაში წმინდანის თავის ქალა და წმინდა ნაწილებია დაბრძანებული. არის ახლადაშენებული სამების საკათედრო ტაძარიც, სადაც ასევე ვერცხლის საძვალეში წმინდა მღვდელმთავრის წმინდა ნაწილებია ასვენია. მონასტრის დედები სათუთად უფრთხილდებიან იმ კელიას, სადაც მღვდელმთავარი ცხოვრობდა. დაცულია მისი პირადი ნივთებიც.

მონასტრის ეზოში, ძველ ტაძართან ახლოს, არის მარმარილოს აკლდამა, რომელშიც გარკვეული პერიოდით წმინდა მღვდელმთავარი იყო ჩასვენებული. დღეს ამ საფლავზე ყურმიდებულ არაერთ მომლოცველს ნახავთ. მორწმუნეთა მტკიცებით, მათ გულისცემა და ფეხის ხმა ესმით. თუმცა, საფლავი წლებია ცარიელია. როგორც მონასტრის მკვიდრნი აცხადებენ, თუ მომლოცველს ხმები ესმის, ეს კარგის ნიშანია.

98d316955b-images-new_photo-axali_photos2-policy-st-nektarios-of-aegina

1920 წლის 8 ნოემბერს, როდესაც წმინდა ნექტარიოს ეგინელი გარდაიცვალა, იგი ჯერ მონასტრის ეზოში დაკრძალეს. მოგვიანებით, როდესაც ის მარმარილოს აკლდამაში გადაასვენეს, შეამჩნიეს, რომ სხეულს ხრწნა არ მიჰკარებოდა და კეთილსურნელებას აფრქვევდა. წმინდა მღვდელმთავრის საფლავი სულ ოთხჯერ გახსნეს. წმინდანის სხეული ყველა ჯერზე უხრწნელი იყო და მისგან კეთილსურნელება იფრქვეოდა. დაკრძალვიდან თორმეტი წლის შემდეგ, სხეულის უხრწნელ მდგომარეობაზე დასკვნა ეგინელმა ექიმმა, გიორგი ქსიდეასიმაც დაწერა, რომელიც მეუფეს სიცოცხლეში იცნობდა. საფლავის მეოთხედ გახსნის შემდეგ კი, 1953 წელს, სხეული უკვე ნაწილობრივ გახრწნილი დახვდათ. ამის შემდეგ, საეკლესიო წესის თანახმად, ნექტარიოსის წმინდა ნაწილები სხვადასხვა ეკლესია-მონასტრებში გაანაწილეს.

თავისი ისტორია აქვს მღვდელმთავრის აკლდამის წინ დარგულ ფიჭვის ხესაც. მონასტრის მკვიდნი ამ ხეს სათუთად ეპყრობიან. ყოველ ჩამოვარდნილ გირჩს იქვე, ხის ძირში აგროვებენ. მომლოცველებს მონასტრიდან მათ განსაკუთრებულ შემთხვევებში ატანენ.

როგორც მონასტერში ყვებიან, მეუფის საფლავთან ერთი საინტერესო ფაქტია დაკავშირებული. ჯერ კიდევ მანამ, სანb80f45aaa3-images-new_photo-axali_photos2-policy-monasteri-saberznetiამ მეუფე მონასტერს ააღორძინებდა, იქ ნახევრად ცარიელ, დანგრეულ, მიტოვებულ სავანეში მოხუცი მონაზონი ცხოვრობდა. მან ფიჭვის დარგვა განიზრახა და ორმოს თხრას შეუდგა. უცებ ხმა მოესმა: “აქ არ დარგო”. მონაზონმა იფიქრა, რომ მოეჩვენა და მუშაობა განაგრძო. ეს სამჯერ განმეორდა. რაღაც ძალამ იგი აიძულა, რომ ხე მოშორებით დაერგო. მოგვიანებით კი იმ ადგილას, სადაც მონაზონი პირველად ხის დარგვას აპირებდა, მეუფის საფლავი გაკეთდა.

წმიდა ნექტარიოსი (ანასტასი კეფალასი) 1846 წელს თრაკიაში დაიბადა. ის ღარიბი ოჯახის მეხუთე შვილი იყო. მონაზვნად 1876 წელს აღიკვეცა. სახელი ნექტარიოსი 1877 წელს, წმინდა მინას სახელობის ტაძარში დიაკვნად კურთხევის შემდეგ უწოდეს. 1888 წელს პენტაპოლიის მიტროპოლიტი გახდა. ეგვიპტის მართლმადიდებლებს შორის მან დიდი ავტორიტეტი მოიპოვა, რაც სამღვდელოების გარკვეულ წრეებს არ მოსწონდათ. მღვდელმთავარს ცილი დასწამეს, რომ ალექსანდრიის პატრიარქობა სურდა, რის გამოც ის ეგვიპტიდან განდევნეს.ffad19a33f-images-new_photo-axali_photos2-policy-monastreri

საბერძნეთში დაბრუნებულს, ცილისწამება და შეურაცხყოფა თან სდევდა. მოგვიანებით მეუფე გამართლდა. მანამდე წმინდა ნექტარიოსმა მრავალი გასაჭირი დაითმინა. ეგინაზე დედათა მონასტერი 1904 წელს დაარსა და სიცოცხლის უკანასკნელი წლებიც იქ გაატარა. წმინდა მღვდელმთავარი მონასტრის მშენებლობაში და სხვა სამუშაოებში აქტიურად იყო ჩართული. მონასტერში ყველაზე მძიმე მორჩილებებს თავად ასრულებდა.

სიცოცხლის ბოლო 2 თვე სნეულმა საავადმყოფოში გაატარა. მეუფეს ფული არ ჰქონდა და ის უმწეოთა პალატაში მოათავსეს, სადაც გარდაიცვალა კიდეც. როდესაც მიცვალებულს ძველი სამოსი გახადეს და ახალი ჩააცვეს, ძველი სამოსი გვერდით, პარალიზებული ადამიანის საწოლზე მიაფინეს. ავადმყოფი მაშინვე განიკურნა და სიარული დაიწყო. პალატა კი კეთილსურნელებით აივსო. შემდეგ იქ წმიდა ნექტარიოსის სახელობის საექიმო კაბინეტი გახსნეს.

წმინდა ნექტარიოსი მსოფლიო საპატრიარქომ წმიდანთა დასში 1961 წელს შეიყვანა.

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=8oG8jIu024s[/youtube]

წყარო:http://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები