წლის შერიგება ვარიანში – მამა გრიგოლმა იმ ადამიანებს უმასპინძლა, რომლებიც სოფლიდან მის გადასახლებას ითხოვდნენ (ვიდეო)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში სასულიერო პირმა, მამა გრიგოლმა (გოგიჩაძე) იმ ადამიანებს უმასპინძლა, რომლებიც, წლების განმავლობაში, სოფლიდან მის გასახლებას ითხოვდნენ.

ტრაპეზი მოძღვრის დამწვარი სახლის ეზოში გაიმართა. შერიგებას სოსო რობაქიძე (ბუტა რობაქიძის მამა) და გოგი ენუქიძე (ირინა ენუქიძის ძმა) ესწრებოდნენ.

10 წელზე მეტი იყო, სოფელ ვარიანში სასულიერო პირს პრობლემები ჰქონდა. ადგილობრივი მცხოვრებთა ნაწილი მამა გრიგოლს სხვადასხვა ბრალდებას უყენებდა. სასულიერო პირს გამოძიებით კვლავ დაუდგენელ ვითარებაში დაეწვა სახლი, ფერმა, დაუმტვრიეს მანქანა.
მამა გრიგოლი აცხადებდა, რომ საერო პირები მოქმედებდნენ გორის ეპარქიის მაღალი იერარქიის მქონე პირების დავალებით; ასევე, ამ საქმეში ჩართული იყო, როგორც მამაო აცხადებდა, ვარიანის ამჟამინდელი მოძღვარი. სწორედ ასეთი ვითარება უძღოდა წინ იმ შერიგებას საერო პირებთან, რაც გუშინ, 28 ივლისს სოფელ ვარიანში მოხდა.

წყარო: შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

კომენტარები

სხვა სიახლეები