წლის საუკეთესო მოდელად აღიარებული კაია და შეუდარებელი სინდი – დედა შვილი წითელ ხალიჩაზე (ფოტოკოლაჟი)

კაია გერბერი „British Fashion Awards“-მა წლის მოდელად დაასახელა. ახალგაზრდა მოდელი დაჯილდოვების ცერემონიაზე ოჯახთან ერთად მივიდა. მისი ოჯახის გამორჩეული და ალბათ, მასზე უფრო ცნობილი წევრი კი დედამისი – სუპერმოდელი სინდი კროუფორდია. 17 წლის ამომავალ ვარსკვლავს თან ასევე უფრო ძმა პრესლი და მამა – დენდი ახლდნენ.
ელეგანტურ საღამოს კაბებში გამოწყობილმა სინდიმ და მისმა შვილმა წითელ ხალიჩაზე ერთად იპოზიორეს და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნეს მათ საოცარ მსგავსებაში. ფოტოგრაფებმა, ბუნებრივია, ძალისხმევა არ დაიშურეს და ამ ორ ლამაზმანს უამრავი შესანიშნავი ფოტო გადაუღეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები