წიწიბურის სალათა სოსისითა და ბოსტნეულით

 

ინგრედიენტები:
ბულგარული წიწაკა – 1 ცალი,
სოსისი – 2-3 ცალი,
ხახვი – 1 თავი,
სტაფილო – 1 ცალი,
წიწიბურა – 300 გრ.
ზეთი, მარილი, ქინძი.

მომზადების წესი: წიწიბურა მოვხარშოთ. ხახვი ალყა-ალყა დავჭრათ. სტაფილო და ბულგარული – სირგძეზე. გახურებულ ტაფაზე ხახვი 2-3 წუთით მოვდაღოთ, სტაფილო და ბურგარული დავუმატოთ. ბოსტნეული ცეცხლზე 10 წუთი დავტოვოთ. როცა დარბილდება, სასალათაში გადავიტანოთ. სოსისი მრგვალად დავჭრათ და შევწვათ. შემდეგ მოხარშული წიწიბურა და სოსისი ინგრედიენტებს დავუმატოთ და კარგად ავურიოთ. ბოლოს მარილი და წვრილად დაჭრილი ქინძი მოვაყაროთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები