წიწიბურა ბოსტნეულით

ინგრედიენტები: წიწიბურა – 200 გრ. დაკონსერვებული ბარდა – 100 გრ. ყაბაყი – 1 ცალი, სტაფილო – 1 ცალი, ქამა სოკო – 5 ცალი, ბულგარული წიწაკა – 1 ცალი, ბრიუსელი კომბოსტო – 6 ცალი, ხახვი – 1 თავი, ნიორი – 3 კბილი, ქინძი, ზეთი, წყალი – 1 ჭიქა, მარილი, წიწაკა.

მომზადების წესი: ყველა ინგრედიენტი გავრეცხოთ და საშუალო ნაჭრებად დავჭრათ. ბრიუსელის კომბოსტო შუაზე გავჭრათ. ბოსტნეული წიწიბურას შევურიოთ. მარილი, წიწაკა მოვაყაროთ, ნიორი დავუმატოთ და კარგად ავურიოთ. გამოსაცხობ ფორმაში გადავიტანოთ, წყალი და ზეთი დავასხათ, „ფოლგა“ გადავაკრათ და ღუმელში 180 გრადუსზე 35 წუთით მოვათავსოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები