ტელეწამყვანი, მაია ასათიანი სოციალურ ქსელში თავის გარდაცვლილ შვილზე ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და ნუცას იხსენებს:
“დედას ჩიტი.. ამ დღეს პარიზის ამერიკულ უნივერსიტეტში იყო გასაუბრებაზე. წინ მომავალი იყო….და მე გავუშვი იქ…შორს….”, – წერს მაია ასათიანი.
მაია ასათიანის ქალიშვილს, ნუცას საფრანგეთში მენინგოკოკური ინფექცია დაუდგინეს. ის 2017 წლის 23 თებერვალს გარდაიცვალა.