წინასწარი ინფორმაციით ანიტას ინდოეთში გაფრენა ხვალ უნდა მოხერხდეს

“34-ე ღამეა ამ საოცარ ჯგუფში!

ვიცით ყველა გველოდებით… ჩვენც მოლოდინის რეჟიმში ვართ, სულ მალე ოფიციალური დასტური მოგვივა ინდოეთიდან და გავიგებთ ანიტას გამგზავრების ზუსტ დროს. წინასწარი ინფორმაციით გაფრენა ხვალ უნდა მოხერხდეს!

ანიტას ჟანგბადის დონემ კიდევ მოიმატა და 60.5% შეწდგენს, რაც შეეხება გულის განდევნის ფრაქციას, დღევანდელი მდგომარეობით 16.6 %-ია. რაც ანიტას მდგომარეობის სტაბილურობაზე მიუთითებს.

მონაცემების გაუმჯობესებამ ყველა ძალიან გაგვამხნევა, ანიტას ბებიები ავსტრიელ ექიმებს ამ ამბის აღსანიშნავად “ქართული წესით” აძალებენ ჩირების და ჩურჩხელების ჭამას, ისინიც ბედნიერად ჩართულები არიან საზეიმო ვითარებაში.

ერთი სიტყვით ყველანი ველოდებით და გვჯერა კარგი ამბების!

ვემზადებით მთავარი ბრძოლისთვის! ერთად გავიმარჯვებთ
#ანიტასგულისთვის”

კომენტარები

სხვა სიახლეები