ახალი კორონავირუსი – Covid-19 და საეკლესიო უდიდეს დღესასწაულები – წითელი პარასკევი იერუსალიმში სრულ სიჩუმესა და სიცარიელეში!
ცარიელი “ვია დოლოროსა” – გზა, რომელიც ქრისტემ გოლგოთამდე გაიარა. ამის შესახებ ვიდეო მასალას “ამერიკის ხმა” ავრცელებს.
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავის ტაძარში დღეს წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი შესრულდება. კორონავირუსის პანდემიის გამო წმინდა ცეცხლის რიტუალის შესრულებას ათასობით მორწმუნე ვეღარ დაელოდება.