ამერიკელი მეცნიერების ერთ–ერთი თეორიის მიხედვით, წითელას ვაქცინაციამ შესაძლოა ადამიანები კორონავირუსისგან დაიცვას. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის სამსახურის წარმომადგენელმა პაატა იმნაძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს თეორია იმ ადამიანებზე დაკვირვებას ეფუძნება, რომლებსაც გამოვლენილი აქვთ კორონავირუსი:
“მიმდინარეობს კვლევები. არის ძალიან ბევრი თეორია. სხვათაშორის ერთ-ერთის მიხედვით, რომელიც ამერიკელი მცენიერისაა, წითურას ვაქცინაციას შეუძლია დაიცვას ადამიანები ამ დაავადებისაგან. ეს არის მოსაზრება, იმიტომ რომ ბავშვები ნაკლებად ავადდებიან და საერთოდ არ არის მძიმე შემთხვევბი ახალგაზრდებში. ეს ყველაფერი ჯერ არ არის მეცნიერულად დამტკიცებული, თუმცა ასეთი მოსაზრება არსებობს”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.