წიგნები, რომლებსაც აკრძალვამ ვერაფერი დააკლო

ყველა წიგნს თავისი ისტორია აქვს. ზოგჯერ საზოგადოება არაა მზად მის მისაღებად, ზოგჯერ-მკითხველი, ხან რელიგიური დამოკიდებულება უშლის ხელს, ხან იდეოლოგია და სახელმწიფოებრივი სისტემა.

,,ვეფხისტყაოსანი” ,,მწვალებლური” და ,,არაქრისტიანული” შინაარსის გამო იდევნებოდა, მის ავტორს ,,მთქმელი ლექსთა ბოროტთა” უწოდეს. აკრძალულ წიგნთა ნუსხაში სხვადასხვა დროს მოხვდნენ ,,ულისე”, ,,მადამ ბოვარი”, ,,ლოლიტა” და ,,ანა ფრანკის დღიურებიც” კი. საბჭოთა მმართველობის დროს ქართველი მკითხველისთვის აკრძალული იყო მიხეილ ჯავახიშვილის, გრიგოლ რობაქიძის, ცისფერყანწელების შემოქმედება…

თუ აკრძალული წიგნების სიას გადავხედავთ დავრწმუნდებით, რომ სადაც ნამდვილი ლიტერატურაა, იქ აკრძალვები და რეპრესიები ვერაფერს ცვლის.

1. გუსტავ ფლობერი – ,,მადამ ბოვარი”

2.  დევიდ ლოურენსი – ,,ლედი ჩატერლეის საყვარელი”

3. მიხეილ ბულგაკოვი – ,,ოსტატი და მარგარიტა”

4.  ვლადიმირ ნაბოკოვი – ,,ლოლიტა”

5. ჯორჯ ორუელი – ,,ცხოველების ფერმა”

6. ერიხ მარია რემარკი – ,,დასავლეთის ფრონტი უცვლელია”

7.  მერი შელი – ,,ფრანკენშტაინი”

8. ლუის კეროლი – ,,ალისა საოცრებათა ქვეყანაში”

9. ოლდოს ჰაქსლი – ,,საოცარი ახალი სამყარო”

10. ჯეიმს ჯოისი – ,,ულისე”

11. გრიგოლ რობაქიძის შემოქმედება

12. მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედება

წყარო: praimtaim.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები