სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქის მიერ “ყვითელ ავტობუსში” გადაღებული ფოტო ვრცელდება. ფოტოში მგზავრს ქოლგა აქვს გაშლილი. როგორც ირკვევა ის ავტობუსის დაზიანებული სახურავიდან ჩამოსული წვიმის წყლისგან ცდილობს თავის და სხვა მგზავრები დაცვას. სურათი N15 ავტობუსშია გადაღებული.
მოქალაქეები წერენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის და ნალექის დროს სხვადასხვა “ყვითელ ავტობუსში” თავადაც აღმოჩენილან მსგავსი პრობლემის წინაშე.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის ზაფხულში დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში ყვითელი ავტობუსები სრულად ჩანაცვლდება თანამედროვე ევროპული ტიპის ავტობუსებით.
Prev Post
სხვა სიახლეები