წვეულების მერე ქალმა დალურჯებულმა გაიღვიძა… რამაც მისი სხეული ასე შეცვალა, გამაოგნებელია!

ინგლისელი ტეა უილსონი, ჩვეულებრივი სიცოცხლით სავსე და მხიარული ადამიანია, რომელსაც ყოველთვის უყვარდა მეგობრებთან ერთად გართობა და წვეულებებზე დასწრება. მაგრამ ერთ-ერთი წვეულების მერე შინ დაბრუნებულმა დილით რომ გამოიღვიძა, ასეთი დიდი სილურჯეებით იყო დაფარული. ისე გამოიყურებოდა, თითქოს სასტიკად სცემეს. მაგრამ ვერაფრით გაიხსენა ასეთი ინციდენტი. თანაც, წინა საღამოს წვეთი ალკოჰოლი არ დაულევია. არადა, დაწოლამდე თავს ჩვეულებრივ გრძნობდა, სრულიად არაფერი არ მოასწავებდა, რომ რაიმე უბედურება ელოდა.
როცა სილურჯეებმა არ გაიარა, რამდენიმე დღეში ექიმს მიმართა. ექიმებმა მაშინვე ურჩიეს, ძვლის ტვინის ბიოფსია გაეკეთებინა.
დიაგნოზი საზარელი იყო:

ლეიკემიის იშვიათი ფორმა, რომელიც ჰემატომებისა და გამუდმებული დაღლილობის მიზეზი გახდა. ტეა უილსონმა უკვე გაიარა ქიმიოთერაპიის პირველი კურსი. მისი თრომბოციტების დონე 9 იყო, როცა ჯანმრთელ ადამიანს 140-400 უნდა ჰქონდეს.
mshoblebi
დიაგნოზიდან რვა თვის შემდეგ ტეა თავს უკეთ გრძნობს. დაავადების სიმპტომები ცოტა დაცხრა, თუმცა გამოჯანმრთელებამდე ბევრი დროა. ყოველ თორმეტ კვირაში ერთხელ 37 წლის ტეა სისხლის ანალიზს აბარებს და ასე უნდა იყოს შემდგომი სამი წლის განმავლობაში.

იხილეთ გაგრძელება:http://www.mshoblebi.ge/

კომენტარები

სხვა სიახლეები